Business Chamber of Asian & Gulf Countries > საკონსულტაციო ცენტრი

საკონსულტაციო ცენტრი

ბიზნესპალატის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და წევრების მაქსიმალური ჩართულობისთვის,  ორგანიზაციაში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრი – ბიზნეს, იურიდიულ, ფინანსურ და სხვა მომიჯნავე სფეროებში კონსულტაციის გაწევის მიზნით. ცენტრი გაამარტივებს ლოკალურ ბაზარზე ინვესტორითა შემოსვლას, რაც განპირობებული იქნება მათთვის ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისა და ნორმატიული აქტების გაცნობით; აგრეთვე, ინვესტორისათვის ახალი ბიზნესპარტნიორების მიერ  შესაძლო არაკეთილსინდისიერი მიდგომის რისკის მინიმუმამდე დაყვანით.

Asian business adviser meeting to analyze and discuss the situation on the financial report in the meeting room.Investment Consultant,Financial Consultant,Financial advisor and accounting concept

გსურთ გაყიდვების გაზრდა დაბალ ეკონომიკაში?

ცენტრის მიზანი დაფუძნებულია იმ დოქტრინალურ  პრინციპებზე, რომლის მიხდვით,  უცხო სახელმწიფოში შემავალი ინვესტორი სიფრთხილით გამოირჩევა, მუდმივად თვალ-ყურს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო და პოლიტიკურ ცვლილებებს, დეტალურად შეისწავლის არსებულ კლიმატს და აკვირდება – ახლის ფორმირებას.

ფაქტია, რომ ინფორმაცია კანონების შესახებ არ არის ფართოდ გავრცელებული მოქალაქეებს შორის, მით უფრო – უცხოელთათვის. კანონის რთული ენა – რომელიც შესაძლოა მხოლოდ იურისტებისთვის ან/და კონკრეტული სფეროს სპეციალისტებისთვის იყოს გასაგები – გვევლინება მთავარ ბარიერად. ცალკეულ შემთხვევებში კანონი არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელება უცხოელ ინვესტორებში, რაც ურთიერთობების დამყარებისას შესაძლოა ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს. სწორედ ამიტომ, ცენტრი მაქსიმალურად კონცენტრირდება წევრებისთვის ავთენტური ინფორმაციის მიწოდებასა და იურიდიულ მხარდაჭერაზე.

საკონსულტაციო ცენტრი დაკომპლექტებული იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი  კომპანიებით და დარგობრივი პროფესიონალებით, რომლებიც ორგანიზაციის დამფუძნებლებთან/პრეზიდენტებთან ერთად, გამართავენ პერიოდულ შეხვედრებს საქართველოში ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა, პრობლემატური საკითხების განსახილველად.