Business Chamber of Asian & Gulf Countries > დარგობრივი გადამზადების ცენტრი

დარგობრივი გადამზადების ცენტრი

დარგობრივი გადამზადების ცენტრის ფორმირების იდეა ეფუძნება საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და თითოეული ინდივიდის პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთანავე, ცენტრის მიზანია  სახელმწიფოს დაეხმაროს ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომარაგებით.  ამ მხრივ, კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

This is our strategy for next few months. Business people and manager working on their new project in classroom.

ბაზის სტრუქტურაში, ასევე შეიქმნება „ექსპერტთა საბჭო“, სადაც სხვადასხვა დარგის ექსპერტები იმსჯელებენ საქართველოში ბიზნესის განვითარების და ქვეყანაში პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ; მოამზადებენ სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამასთან ერთად, იზრუნებენ გადამზადების ცენტრის ფორმირებასა და მის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

ორგანიზაციის მიზანია – მისცეს თითოეულ ინდივიდს უწყვეტი პროფესიული განვითარების საშუალება, როგორც ადგილზე განათლების მიღებით, აგრეთვე, ბიზნესპალატის ხელშეწყობით ორგანიზებული გაცვლითი პროგრამების/სემინარების/ტრენინგების ფარგლებში.

აღნიშნული ცენტრის მიზანი იქნება კადრების დარგობრივი სრულყოფა. იმ შემთხვევაში თუ, ქართულ ბაზარზე შესაბამისი სპეციალისტების მობილიზება ვერ მოხერხდება, პალატა უზრუნველყოფს უცხოეთიდან შესაბამისი სფეროს ექსპერტ-ტრენერების მოწვევას. ცენტრი გასცემს საერთაშორისო სერტიფიკატს (გადამზადების შემდეგ).

BCAGC-ში წარმოდგენილი იქნება შემდეგი დარგები:

  • აგრონომია
  • მეცხოველეობა
  • სასურსათო ტექნოლოგია
  • სატყეო საქმე
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგები
  • არქიტექტურა
  • საზღვაოსნო მეცნიერებები

პლატფორმაზე დარეგისტრირება შეეძლება სამი რანგის პროფესიონალს:
1. დამწყები სპეციალისტი;
2. სპეციალისტი;
3. ექსპერტი.