ბიზნესპალატის მისიაა აზიის, სპარსეთის ყურისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ბიზნესსუბიექტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება; ამ მიზნით:
- ქვეყანათაშორისი და სექტორული კვლევების მეშვეობით საექსპორტო დერეფნებისა და საინვესტიციო სივრცეების გამოვლენა;
ბიზნესპალატის წევრ 46-ვე ქვეყანაში წარმომადგენლობების გაძლიერება და ბიზნესსუბიექტებსა თუ სამთავრობო/არასამავრობო უწყებებს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხების გამართვა. ქვეყნებსა და კორპორაციებს შორის ქვეყანათაშორისი, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების გაძლიერება.
- წარმომადგენლობის გაფართოება 80-მდე ქვეყანაში.
- ბიზნესპალატის წევრებისთვის საერთაშორისო-საექსპორტო ბაზრებსა თუ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამასთან ერთად, მათი კანონიერი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და ამ პროცესში, ეკომეგობრულ ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერების წახალისება.
- საერთაშორისო შრომის ბაზრებზე მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალის განვითარება და ცოდნის ექსპორტი.