[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]
2021 წლის 13 ივლისს ჩამოყალიბდა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ BCAGC, რომელიც აერთიანებს აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ომანის სასულთნო) მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს - მათ შორის წევრობის მსურველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო გარემოთი, ან/და განიხილავენ აქ არსებულ კომერციულ შესაძლებლობებს.
ბიზნესპალატა ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქართული კომპანიების მიერ კაპიტალდაბანდებას აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებას, არსებული საქმიანი ურთიერთობების გამყარებას. ორგანიზაციის მიზანია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბიზნესის განვითარებაში. ასევე, ეფექტიანი, გლობალური ხედვის ჩამოყალიბებასა და არსებული გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების განსაზღვრაში.
„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატას“ აქვს დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ განმარტავს ბიზნესპალატის მისიას, ხედვას, განვითარებისა და მონიტორინგის გეგმებს.
ჩვენი კავშირის უნიკალურობა განპირობებულია ექსპერტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების განახლებადი ბაზით - ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ნიშის ერთ -ერთი განმასხვავებელი თვისება.
გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები
ბიზნესპალატის შექმნის იდეა ეფუძნება საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის გონივრულად გამოყენებას და ქვეყნის „სავაჭრო დერეფნად“ ჩამოყალიბებას - საინვესტიციო, სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარების მიზნით. სახელმწიფოს მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური ზრდისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციების ან ბიზნესპალატების შექმნას, რომლებიც შემდგომში პოტენციურ ინვესტორთა საყრდენი პლატფორმა გახდება. ამგვარად, ჩართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ შეამცირონ რისკები და მიიღონ სათანადო პრევენციული ზომები.
„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ მთავარი დანიშნულებაა ხელსაყრელი გარემოს შექმნა კომპანიების, სახელისუფლებლო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დისკუსიისთვის. ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტები, ერთი მხრივ, საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებაა, მეორე მხრივ კი ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის დამფუძნებელთა ხედვით, ქვეყნის დაწინაურებისთვის გადამწყვეტია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის 5%-ზე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება და ინფლაციის შემცირება, რაც, ავტომატურად, გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფად შესვლის მექანიზმების დანერგვას. აღნიშნული ნაბიჯები განაპირობებს თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნესგარემოსა და ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების გამყარებას.
საყურადღებოა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის გასაორმაგებლად და მთავრობის გეგმის ხელშესაწყობად, საჭიროა არა მარტო აზიისა და სპარსეთის ყურის, არამედ ევროპული სახელმწიფოების დაინტერესება ქართული საინვესტიციო გარემოთი.