,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა” თავის წევრებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
• ზოგადი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რადგან უცხო ქვეყანაში ბიზნესის წამოწყებისა და მისი განვითარებისთვის ეს უაღრესად საგულისხმო საკითხია.
• საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ბიზნესპოტენციალის შესახებ საინფორმაციო და სარეკლამო მასალის შექმნა. კომპანია ,,ჯეოსილქროუდის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კრეატიული სააგენტოს შექმნა იყო. სწორედ ამ მიზნის გამოხატულებაა კომპანია ,,ჯეოკრეატივი”, რომელიც პალატის წევრებს, ექვს ენაზე, ერთჯერად მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს.
• პოტენციური პარტნიორებისთვის შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია საქმიანი კონტაქტების წრის გასაფართოებლად. ერთობლივი ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები, ორგანიზაციებისთვის სასარგებლო კავშირების შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. შეხვედრების ადგილმდებარეობა მუდმივად ცვალებადი იქნება. ეს წევრებს საშუალებას მისცემს საკუთარი ქვეყნის ბიზნესკლიმატი უკეთ გააცნონ კოლეგებს.
• პლატფორმის შექმნა შესაძლებლობების გასაფართოებლად, საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა რისკების შესამცირებლად.
• ონლაინ სივრცის შექმნა, ინფორმაციის მუდმივი განახლების რეჟიმით. იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა წევრი ორგანიზაციისთვის. სპეციალურად შემუშავებულ პორტალზე კი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების პროფილები განთავსდება. ეს პალატის წევრებს გაუადვილებს პერსონალის შერჩევას, თავიდან ააცილებს რისკებსა და რესურსების ფუჭად ხარჯვას.