დარგობრივი გადამზადების ცენტრის ფორმირების იდეა ეფუძნება საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და თითოეული ინდივიდის პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთანავე, ცენტრის მიზანია სახელმწიფოს დაეხმაროს ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომარაგებით. ამ მხრივ, კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ორგანიზაციის მიზანია – მისცეს თითოეულ ინდივიდს უწყვეტი პროფესიული განვითარების საშუალება, როგორც ადგილზე განათლების მიღებით, აგრეთვე, ბიზნესპალატის ხელშეწყობით ორგანიზებული გაცვლითი პროგრამების/სემინარების/ტრენინგების ფარგლებში.
აღნიშნული ცენტრის მიზანი იქნება კადრების დარგობრივი სრულყოფა. იმ შემთხვევაში თუ, ქართულ ბაზარზე შესაბამისი სპეციალისტების მობილიზება ვერ მოხერხდება, პალატა უზრუნველყოფს უცხოეთიდან შესაბამისი სფეროს ექსპერტ-ტრენერების მოწვევას. ცენტრი გასცემს საერთაშორისო სერტიფიკატს (გადამზადების შემდეგ).