BCAGC "მოლდოვის ბიზნესკვირეულ 2022"-ზე

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > Uncategorized > BCAGC “მოლდოვის ბიზნესკვირეულ 2022”-ზე

BCAGC “მოლდოვის ბიზნესკვირეულ 2022”-ზე

  • Posted by: Kati2022
BCAGC. BUSINESS. MOLDOVA.

BCAGC-ს დელეგაცია მოლდოვაში იმყოფება. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, მოლდოვაში, „მოლდოვის ბიზნესკვირეული 2022“ გაიხსნა, სადაც მიწვეულნი არიან, როგორც სამთავრობო უწყების, ასევე ადგილობრივი, თუ უცხოური ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
ბიზნესფორუმის ფარგლებში, ღონისძიებას აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დელეგაცია პირველი ვიცე-პრეზიდენტის – დავით ცირდავას ხელმძღვანელობით ესწრება.

ბიზნესკვირეული სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიებს, B2B შეხვედრებსა და სესიებს მოიცავს. მისი მთავარი მიმართულება მოლდოვის ბიზნესის შესაძლებლობების პოპულარიზაციაა, როგორც საინვესტიციო გარემოს განვითარების, ასევე ახალი პერსპექტივების გაჩენის მიმართულებით.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, ბიზნესპალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტ დავით ცირდავას მოლდოვის პრემიერ მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლეს. გაცნობითი სახის შეხვედრა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით წარიმართა.

BCAGC იყენებს ყველა შესაძლებლობასა და პლატფრომას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. (კონცეფცია https://bcagc.org/wp-content/uploads/2022/04/Georgian.pdf )

moldova. business. BCAGC. economic        BCAGC. moldova. business. economic/ meetings

 

გამოყენებული ლიტერატურა: https://berocc.com/events/moldova-business-week-2022/

 

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება