BCAGC "თავისუფლების ფასი"-ს პრემიერაზე

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC “თავისუფლების ფასი”-ს პრემიერაზე

BCAGC “თავისუფლების ფასი”-ს პრემიერაზე

  • Posted by: Kati2022
BCAGC-ს წარმომადგენლები “თავისუფლების ფასი”-ს საპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ.
27 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში , სიმბოლურად სოხუმის დაცემის დღეს, დოკუმენტური ფილმის “ თავისუფლების ფასი”-ს პრემიერა გაიმართა , რომლის მხარდამჭერი “აზიისა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების ბიზნესპალატა” გახლდათ.
ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკური მთავრობის თავჯდომარე – რუსლან აბაშიძე , საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყელამაძე და სხვა ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამომსვლელთა შორის, საზოგადოებას, ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ მიმართა:
“1993 წლის 27 სექტემბერი – საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიაში, მძიმე და საბედისწერო თარიღია, რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიისა.
დღე, რომელმაც დიამეტრიულად შეცვალა საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური ბედი.ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის, ერთიორად კიდევ უფრო მტკივნეულია აფხაზეთის ომის გახსენება და მიღებული შედეგები.
დღევანდელი დღე გლოვისა და ხსოვნის გარდა, ჩვენთვის იმედის დღეა.
იმედის, რომ მალე ქვეყნის დეოკუპაციითა და მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
ეს იქნება ყველაზე დიდი ჯილდო, ომში ღირსეულად მებრძოლი და დაღუპული
გმირების ხსოვნისთვის.”
Author: Kati2022

კომენტარის დატოვება