27 სექტემბერი – უდიდესი ტკივილი საქართველოს ისტორიაში

  • Posted by: d.ts

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 28 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა და ერთიანმა საქართველომ დაკარგა საკუთარი ოჯახი და სიყვარულით სავსე ნაწილი. შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და არც მეტი არც ნაკლები 13 თვე და 13 დღეს გაგრძელდა, რომელსაც შეეწირა უამრავი სამოქალაქო პირი.

დრო გადის, თუმცა ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე განიცდის არასდროს ნელდება. წარსულის მიერ დატოვებული დანაკარგის გრძნობა წლებთან ერთად მატულობს და თითოეული ჩვენგანისთვის შერიგების გარდაუვლობას უსვამს ხაზს. აფხაზებთან მშვიდობასა და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომლისკენაც სიარული ნაბიჯ-ნაბიჯ და მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

ტრაგედია, რომელმაც სხვისი წაქეზებით შეიწირა თითოეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მუდმივად რჩება ქართველების გულებში, თუმცა მომავალი, რომელიც სავსეა უდიდესი იმედებითა და გაერთიანების რწმენით, ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას აღადგინონ ის საუკეთესო ურთიერთობა, რომელიც მათ შორის მრავალი წლის მანძილზე არსებობდა.

Author: d.ts

კომენტარის დატოვება