აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დელეგაცია სპეციალური მიწვევით იმყოფება საერთაშორისო სამედიცინო სამიტზე,
“One health One earth – Advantage Healthcare India 2023”. ბიზნესპალატის დელეგაცია წარმოდგენილია მისი პირველი ვიცე პრეზიდენტის, ბატონი დავით ცირდავას, საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი ზურაბ ჩინჩალაძისა და ინდოეთში BCAGC-ის საპატიო კონსულის, ბატონი უტამ სინგჰალის მიერ.
17 აგვისტოს
„One Health One Earth”-ის ფარგლებში BCAGC-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ტრადიციული ინდური- „Ayurvedic“ და თანამედროვე სამედიცინო სფეროში მოღვაწე ბიზნესის წარმოადგენლებთან, მათ შორის: Tulah – კლინიკური კეთილდღეობის კურორტი, Medisys – ციფრულ საგანმანათლებლო ინსტრუმენტების მწარმოებელი სამედიცინო კურსებისთვის, Shivani Scientific – რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ბიომედიცინის მოწყობილობებზე ორიენტირებული კომპანია, Miracle Drinks – 100%-ით მცენარეული, ვეგანური და ორგანული პროდუქტების მწარემოებელი, Shalby-ს მულტისპეციალიზებული ჰოსპიტალი, Altis life science – ტრადიციული ინდური მედიცინის „Ayurvedic“ მედიკამენტების მწარმოებელი, Fortis Healthcare Limited – ლიდერი სამედიცინო სერვისების პროვაიდერი, Aashu Dental და BDC – სტომატოლოგიური სერვისების პროვაიდერი კომპანიები, Ayur Vaid – ტრადიციული ინდური მედიცინის „Ayurvedic“-ის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი, Lilavati Hospital and Research Centre – მულტი-სპეციალიზებული მესამეული ზრუნვის პროვაიდერი ჰოსპიტალი, Dayanand Medical College & Hospital – სასწავლო ჰოსპიტალი, Rajagiri Hospital – სამედიცინო ჰოსპიტალი, Treatment Traveller – სამედიცინო ტურიზმის მხარდამჭერი კომპანია.
საუბარი შეეხო მრავალმხრივი ბიზნესურთეირთობების განვითარების შესაძლებლობებს. დაინტერესებული კომპანიების მხრიდან გამოითქვა სურვილი აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნესპალატის წევრობასთან დაკავშირებით.
მოხარულნი ვართ, რომ
BCAGC წარმატებით განაგრძობს საერთაშორისო კავშირებისა და საქმიანი ურთიერთობების გამყარებას.