ოფიციალური მიწვევით , აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის დელეგაცია, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით ინდოეთში, ქალაქ რაჯკოტში Global Patidar Business Summit იმყოფება.
დელეგაციის წევრები არიან ინდური კომპანიის
KONKAN FINANCIAL CAPITAL (FINCAP) LTD.NBFC-ს დირქტორი და BCAGC-ს ვიცე პრეზიდენტი აჯაი ტამბე და ბიზნესპალატის ასოცირებული წევრი კომპანიის „მეგადორს“-ის დირექტორი ილია გაბაიძე.
ხუთდღიანი ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბიზნესწრეებს, ჰქმნის საერთაშორისო დონის საქმიან პლატფორმას და ბიზნესლიდერებს სთავაზობს ურთიერთშორისი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას.
BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა მადლობას უხდის დოქტორ მუსტაფა ტაჰერალ საასას, RAJ კომპანიების ჯგუფის თავმჯდომარესა და მმართველ დირექტორს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ორგანიზატორ კომპანიას
Sardadham სამიტზე მოწვევისათვის, ასევე იმ განსაკუთრებული პატივისთვის, რომელიც გამოიხატა გახსნის ცერემონიაზე სცენაზე მიპატიჟებითა და ღონისძიების განხსნაში მონაწილეობის მიღებით.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად აძლიერებს ბიზნესს და პასუხობს სფეროში არსებულ გამოწვევებს“ – აღნიშნა დავით ცირდავამ, ადგილობრივ მედია საშუალებებთან ინტერვიუს მიცემისას.