GCC-ს ქვეყნებში BCAGC-მ სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > GCC-ს ქვეყნებში BCAGC-მ სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

GCC-ს ქვეყნებში BCAGC-მ სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

  • Posted by: Kati2022
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატისთვის, როგორც მოგეხსენებათ, GCC-ის ქვეყნებთან პარტნიორობა და მტკიცე ურთიერთშორისი საქმიანი კავშირი პრიორიტეტული ხაზია. შესაბამისად, ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საბჭოს ქვეყნებთან დაამყაროს ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და ხელი შეუწყოს საქართველოს კულტურულ- ეკონომიკურ დაახლოებას GCC-ს კავშირის სახელმწიფიებთან.
ზემოაღნიშნული მიზნის გასახორციელებლად, BCAGC -ის მმართველმა საბჭომ GCC-ს ქვეყნებში სპეციალური წარმომადგენლის რანგში ერთხმად დანიშნა დოქტორი აბდულლაჰ ჰამამი.
იგი ფლობს კომერციული სამართლის დოქტორის ხარისხს, არის ახლო აღმოსავლეთისა და GCC-ს ქვეყნების არაერთი პრესტიჟული ბიზნესსაბჭოს წევრი, აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფართო გამოცდილება , აგრეთვე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე აკადემიური კვლევითი ნაშრომი.
დოქტორი აბდულლაჰი ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს ბიზნესპალატის შემდეგ კომიტეტებთან თანამშრომლობით: საინვესტიციო და საფინანსო კომიტეტის ფარგლებში იგი ჩაერთვება უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენაში;
აგროკომიტეტის ფარგლებში ქართული პროდუქტის პოპულარიზებასა და ექსპორტის ხელშეწყობაში GCC-ის ქვეყნებში;
საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ფარგლებში კი ბიზნესპალატის წევრ ორგანიზაციებს შორის ბიზნეს კავშირებისა და ვაჭრობის გაძლიერებაში.
გასაწევი სამომავლო სამუშაოების სისტემატიზაციისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
BCAGC წარმატებებს უსურვებს დოქტორ აბდულლაჰს ახალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე და უსურვებს შედეგობრივ საქმიანობას.
GCC ქვეყნები. სპეციაური წარმომადგენელი.
Author: Kati2022