BCAGC_ს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სტამბულში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ ეკონომიკურ ფორუმში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC_ს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სტამბულში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ ეკონომიკურ ფორუმში

BCAGC_ს დელეგაცია მონაწილეობას იღებს სტამბულში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ ეკონომიკურ ფორუმში

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის დელეგაცია მონაწილეობას იღებს სტამბულში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ ეკონომიკურ ფორუმში. აღნიშნული ფორუმი ტარდება საერთაშორისო სავაჭრო საბჭოსა და უკრაინის სხვადასხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. ღონისძიებაზე დელეგაციას ხელმძღვანელობს ბიზნეს პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი დავით ცირდავა. ასევე ესწრება ინვესტიციების დირექტორი, ბატონი ლადო ლურსმანაშვილი.

გლობალური ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს გააერთიანოს საჯარო სექტორისა და ბიზნეს ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის აღდგენას, განიხილონ არსებული ინვესტიციების და ვაჭრობის შესაძლებლობები და იმსჯელონ გამოწვევებზე, რეგიონული და გლობალური მასშტაბით.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატისთვის ამ ღონისძიებაზე დასწრება საამაყოა. პალატა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს უპრეცედენტო ღონისძიება უნდა იყოს მყარი საფუძველი უკრაინის ეკონომიკის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება