BCAGC-ს წარმომადგენლების მიმართვები

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს წარმომადგენლების მიმართვები

BCAGC-ს წარმომადგენლების მიმართვები

  • Posted by: Kati2022
speakers, representatives of BCAGC
BCAGC-ს წარმომადგენლების მიმართვები ღონისძიების- “აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის” ფარგლებში.
-”ვფიქრობ, დადგა დრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ბიზნესპალატის არა მხოლოდ ძლიერი სტრუქტურა და ფართომასშტაბიანი წარმომადგენლობა, ასევე მიზნები, უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობები და რაც მთავარია მიმდინარე, მასშტაბური პროექტები”- ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა- დავით ცირდავამ .
ღონისძიების „ აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ ფარგლებში , დამსწრე საზოგადოებას ბიზნესპალატის ბორდის სხვა წევრებმაც მიმართეს:
აღმასრულებელმა დირექტორმა – მარინა ზურაბიშვილმა,
საინვესტიციო დირექტორმა – ვლადიმერ ლურსამანაშვილმა და
დამოუკიდებელი ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელმა – თამარ კერძაიამ. თითოეულმა მათგანმა აუდიტორიას საკუთარი მიმართულების მნიშვნელობა გააცნო. მოწვეული სტუმრების წინაშე ასევე წარსდგნენ ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტები, გიორგი ოთარიძე და მუსა დემირკაზიკი, ასევე საპატიო კონსულები სხვადასხვა ქვეყნებიდან .
ღონისძიების ფარგლებში საკუთარი შეფასებები გააჟღერა ქუვეითის კონსულმა ბატონმა – ორაიფან ჰამად ალორაიფანმა.
ვიდეომასალა ღონისძიებიდან: https://www.youtube.com/watch?v=vcKkxgvQI9c
Author: Kati2022

კომენტარის დატოვება