BCAGC კატარის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > ბლოგი > BCAGC კატარის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

BCAGC კატარის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ყოველწლიურ, რიგით მეორე, ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ კატარის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი წარმოადგენს ერთგვარ მასშტაბურ პლატფორმას, რომელმაც გააერთიანა გლობალური ბიზნეს ლიდერები და სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები. ეკონომიკურ ფორუმზე განხილული იყო მსოფლიოს აქტუალური გამოწვევები, მიმდინარე ეკონომიკური და ბიზნეს პროცესები, ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის გზები, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება. კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ბიზნეს სექტორისა და მსოფლიოს ლიდერების კიდევ უფრო დაახლოებისა და გამოწვევების გადაჭრისკენ.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნეს ლიდერებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, სადაც განხილვის მთავარი თემა ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთობების გააქტიურება, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოს საინვესტიციო, საექსპორტო, სავაჭრო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იყო.

კონსტრუქციული კომუნიკაცია შედგა მათ შორის საუდის არაბეთის, კატარის, ჩინეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, კანადისა და ბრაზილიის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, უახლოეს პერიოდში საქართველოში ვიზიტები და ერთობლივი პროექტების განხორციელება. მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა კატარის ცნობილ ჟურნალისტთან, ბატონ ჰასსან აბოარფატთან, რომელიც კატარში გამომცემლობა Lusailnews-ის მმართველი რედაქტორია. ბატონ ჰასსანთან ერთად, რომელიც უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს, დაიგეგმა საინტერესო ნაბიჯები საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით.

კატარის ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა საქართველოსთვის, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ღონისძიებაში. დოჰაში კატარის ემირის მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც არაერთი შეხვედრა გამართა. მან სიტყვითაც მიმართა ფორუმის დამსწრე საზოგადოებას და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სამთავრობო დელეგაციაში იმყოფებოდა ასევე ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

საქართველოსა და კატარის მთავრობების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრისას განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, ასევე საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

მოხარული ვართ, რომ BCAGC საერთაშორისო დონზე წარმატებით განაგრძობს ახალი კავშირების დამყარებასა და საქმიანი პარტნიორების შეძენას.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება