BCAGC-ს წარმომადგენლებმა, EXPO 2020-ის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს წარმომადგენლებმა, EXPO 2020-ის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს

BCAGC-ს წარმომადგენლებმა, EXPO 2020-ის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს

  • Posted by: Kati2022

როგორც მოგეხსენაბათ, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები EXPO 2020-ის ფარგლებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და ყოველდღიურ რეჟიმში არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას მართავენ.

28 მარტს შეხვედრები შედგა ავტორიტეტული ორგნიზაციებისა და ბიზნესასოციაციების დელეგატებთან, მათ შორის აღსანიშნია: UNIDO Arab-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მისი აღმატებულება შეიხი იბრაჰიმ ალ- ხალიფა, არაბულ პალატათა კავშირის გენერალური მდივანი – ხალედ მ. ჰანაფი და ეკონომიკის მკვლევარი – მაჰმუდ იუსეფი, კომპანია MEKTOR HOLDINGS-ის დირექტორი ტომას ჩაკო, სამი სერდარი – ეკონომიკური გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობის ოფისის ხელმძღვანელი – დოქტორ ჰაშიმ სულეიმან ჰუსეინი,ბაჰრეინის პალატის მრეწველობისა და ენერგიის კომიტეტის თავმჯდომარე – ფარიდ ღულამ აბბას აბდ ალი ბადერი.

განხილვის მთავარი თემა ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთობების გააქტიურება და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საჭიროება იყო. მხარეებმა ერთმანეთს მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

ზემოხსენებული შეხვედრების მიზანია BCAGC-ს ღირებულებებისა და სტრატეგიული გეგმის მკაფიოდ წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით, რაც ორგანიზაციის წევრების გაზრდასა და მყარი პარტნიორული კავშირების დამყარებას ემსახურება.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება