აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას დაესწრნენ, რომელიც გაიმართა ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით. მისიის ერთ-ერთი მონაწილე იყო საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ბაურჟან მუხამედჟანოვიც. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ყაზახური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებთანაც გაიმართა B2B შეხვედრები.
BCAGC მიესალმება და მხარს უჭერს მსგავსი ფორმატის ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება არსებული ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გამყარებას.