BCAGC-ს წარმომადგენლების ვიზიტი იორდანიაში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > BCAGC-ს წარმომადგენლების ვიზიტი იორდანიაში

BCAGC-ს წარმომადგენლების ვიზიტი იორდანიაში

  • Posted by: Kati2022
MEETING. BCAGC JORDAN

BCAGC-ს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებიან. მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების მიზნით, მნიშვნელოვანი გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა იორდანიაში. დიდი ამანის მუნიციპალიტეტის დირექტორის მოადგილეს საზოგადოებრივი განვიათრების საკითხებში, ბატონ – ჰათემ სალეჰ ჰამლანს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენელს თეა გოგიასა და ბიზნესპალტის კონსულს იორდანიაში – აჰმად ნაჰარ აბუზაიდს შორის.

“აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იორდანიასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის საინტერესოა თქვენი ისტორიული წარსული, ეკონომიკური განვითარება, მრავალფეროვანი კულტურა და გვსურს, მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა, როგორც ეკონომიკური ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით.” – აღნიშნა ქალბატონმა თეა გოგიამ.

აღსანიშნავია ის წვლილი, რაც ბიზნესპალატის კონსულს იორდანიაში, ბატონ აჰმად ნაჰარ აბუზაიდს მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და გაძლიერებაში.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება