BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > ბლოგი > BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა

BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა

  • Posted by: Kati2022

საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის სავაჭრო და სხვა ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქუვეითში. მან შეხვედრები გამართა ქუვეითის მსხვილი სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა, ახალი პროდუქციის წარდგენა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გამოყენება.

ყველა მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, საქართველოს და ქუვეითის ბიზნეს სექტორის დაახლოებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

ქუვეითელი პარტნიორებისგან ჩვენი ინიციატივის ამ დონის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, უახლოეს ხანში, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. ბიზნეს პალატის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით ქართველ მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქუვეითის ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში საქართველოსთვის მოწყობილ გამოფენაში, რაც მათ დაეხმარებათ საერთაშორისო დონეზე ექსპორტისა და ბიზნეს კავშირების დამყარებაში. აღნიშნული თავისთავად განაპირობებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება