აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მოწვევით საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან ბიზნეს პალატის წევრი კომპანიის, ცნობილი წარმატებული თურქული სამშენებლო ჰოლდინგის Ünal Akpınar İnşaat, Sanayi, Turizm, Madencilik ve Ticaret S.A. მმართველი ბორდის წევრი ბატონი მუსა დემირკაზიკი და მისი შვილობილი კომპანია GCG DANISMAUNLIK TAAHHUT MIMARLIK MOHENDISLIK DIS TICARET LIMITED-ის დირექტორი ბატონი მუსტაფა ცელიკი. Ünal Akpınar-ის ჰოლდინგი წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ კომპანიას, რომელსაც თურქეთის მასშტაბური შენობებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დიდი ნაწილი აქვს აშენებული. სამშენებლო სექტორის გარდა, ის ოპერირებს და ფლობს ტურისტულ კომპლექსებსა და ჰოსპიტალებს თურქეთში.
აღნიშნული კომპანია დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და გეგმავს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. სწორედ ზემოხსენებული საკითხების განხილვას დაეთმო დრო საქმიანი შეხვედრების მიმდინარეობისას. ინტერესის სფეროებად გამოკვეთილია ენერგეტიკა და უძრავი ქონება, რომელი მიმართულებითაც განიხილება კონკრეტული პროექტები.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა მიესალმება ქვეყანაში უცხოური კომპანიების წარმატებით შემოსვლის ფაქტს და გამოხატავს მზადყოფნას თითოეულ კომპანიას გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა.