თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასკვნითი ნაწილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრებს დაეთმო, რომელთა მიზანიც ბიზნეს კავშირების გაფართოება, ერთმანეთშორის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანმშრომლობის ასპექტების გამოკვეთა იყო.
𝐁𝟐𝐁 ფორმატის ფარგლებში,
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცირდავამ, ბიზნესპალატის წარმომადგენელ პირებთან ერთად, ნაყოფიერი შეხვედრები გამართა ALRAHMAH GROUP-ის პრეზიდენტ ზიად ა. ალ რაჰმასთან, ALRAHMAH GROUP-ის ბიზნეს გავნითარების მენეჯერს ნასსერ ზ. ალ რაჰმასთან, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში -როლანდ პრაისთან,
საუდის არაბეთის სამეფოს პალატების ფედერაციის ურთიერთობის მენეჯერთან- ხალილ მ ალაფფრასთან,
შპს ,,გლობალინკ ლოჯისტიკსი”-ის პროექტების მრჩეველ- დანიალ ხანისთან და ა.შ.
აღინიშნა ორმხრივი კავშირების განვითარების საკითხები: ვაჭრობის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკისა და სხვა დარგებში.
ბიზნესფორუმის ფარგლებში, ექსპორტ-იმპორტისა და ქართული წარმოების პოპულარიზაციის საკითხებზე, კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა ALRAHMAH GROUP-ის პრეზიდენტ ზიად ა. ალ რაჰმასთან და ALRAHMAH GROUP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერ ნასსერ ზ ალ. რაჰმასთან. საუბრის დასასრულს კი 𝐁𝐂𝐀𝐆𝐂 -ს პირველმა ვიცე პრეზიდენტმა მათ მინიატურული ვეფხისტყაოსნები უსახსოვრა.
𝐁𝐂𝐀𝐆𝐂 მოხარულია იმ ფაქტით, რომ თბილისში ასეთი საერთაშორისო დონის ფორუმი გაიმართა, რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები და მისცა მათ საშუალება ბიზნესსეტორის პერსპექტივიდან შეფასებულიყო გლობალური, მიმდინარე მოვლენები.