30 მარტს, EXPO 2020-ის ფარგლებში, გამართული შეხვედრები

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > 30 მარტს, EXPO 2020-ის ფარგლებში, გამართული შეხვედრები

30 მარტს, EXPO 2020-ის ფარგლებში, გამართული შეხვედრები

  • Posted by: d.ts

დუბაიში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა BCAGC-ს დელეგაციამ 30 მარტს ნაყოფიერი შეხვედრები გამართა გავლენიანი და ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მათ შორის აღსანიშნია: უკინებო დეარი – Edo State Skills Development Agency-ს მმართველი დირექტორი, კელვინ უვაიბი – Edo State Investment Promotion Office-ის აღმასრულებელი დირექტორი, რაფატ ალ ატასი – “რიო ფროფერთის” გენერალური მენეჯერი, ნაბი ალიევი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების განყოფილების დირექტორი, რაშიდ ალ ტინიჯი – არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროს ვაჭრობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტებს. მხარეებმა დააფიქსირეს მზაობა, რომ ურთიერთშორისი საქმიანი დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდეს და განვითარდეს.

Author: d.ts

კომენტარის დატოვება