BCAGC -ს (აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით 3 სახის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მწვანე ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, ბიზნესპალატამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინვესტორთან – CIHAN USTUNDAG.
კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესპალატასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის.
ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “ჯეეს იბერიასა” და ბიზნესპალატას შორის.