საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა

საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა

  • Posted by: Kati2022
Asian Development Bank

საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა , რომელიც გაიხსნა შემდეგი პანელით „საქართველოს სემინარიის დღე“.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები, სამთავრობო და კერძო სექტორიდან, საბანკო და საფინანსო სფეროებიდან, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებიდან.
ADB-ის ყოველწლიურ სხდომას დაესწრო აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ოთარიძე.
შეხვედრის მთავარი თემა „დაკავშირებულობის გაუმჯობესება“ იყო, რომელიც რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ღონისძიებაზე განხილულ საკითხთა შორის იყო: შუა დერეფნის როლის გაძლიერება, შავი ზღვის გადამცემი კაბელი, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფერო, რეგიონალური გამოწვევები და ა.შ.
მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო დონის პლატფორმის წლევანდელი შეხვედრა საქართველოში შედგა.
თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში სხვდასხვა თემატიკის სესიებით გაგრძელდება და 5 მაისს დაიხურება.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა
Author: Kati2022