ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები, სამთავრობო და კერძო სექტორიდან, საბანკო და საფინანსო სფეროებიდან, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებიდან.
შეხვედრის მთავარი თემა „დაკავშირებულობის გაუმჯობესება“ იყო, რომელიც რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ღონისძიებაზე განხილულ საკითხთა შორის იყო: შუა დერეფნის როლის გაძლიერება, შავი ზღვის გადამცემი კაბელი, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფერო, რეგიონალური გამოწვევები და ა.შ.
მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო დონის პლატფორმის წლევანდელი შეხვედრა საქართველოში შედგა.
თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში სხვდასხვა თემატიკის სესიებით გაგრძელდება და 5 მაისს დაიხურება.