ვიზიტი ბაქოში

ვიზიტი ბაქოში

  • Posted by: Kati2022
visit to Baku

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის – BCAGC პირველი ვიცე – პრეზიდენტი, დავით ცირდავა მორიგი საქმიანი ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში იმყოფებოდა. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი
,,აზერბაიჯანის საინვესტიციო და ახალგაზრდული მეწარმეობის ფორუმზე” დასწრებით დაიწყო.

️ფორუმი შედგებოდა რამდენიმე პანელური სესიისგან, მათ შორის იყო: „ახალი თაობა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მამოძრავებელი ძალა“, „სტარტაპების გაძლიერება: ეფექტური საინვესტიციო ეკოსისტემის შექმნა“ და „მომავლის ძირითადი მოთამაშეები: გლობალური მეწარმეები’’.

ღონისძიების დომინანტური იდეა გლობალური პლატფორმის ჩამოყალიბება იყო, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისა და ლიდერების გაერთიანებით, რომლის მთავარი ვექტორიც ახალი თაობის განვითარებაში წვლილის შეტანა და მხარდაჭერა იქნება.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეა ასეთი მნიშვნელობის მქონე ფორუმებისა და ღონისძიებების, რომლებიც მიმართულია თაობათა განვითარებისა და წარმატებისკენ.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება