„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ“ მემორანდუმი გააფორმა „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსთან“ და „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციასთან.“

  • Posted by: d.ts

„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ“ მემორანდუმი გააფორმა „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსთან“ და „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციასთან.“

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. BCAGC პარტნიორებს დაეხმარება აზიის მასშტაბური ბაზრის ათვისებაში – ღვინისა და თაფლის ექსპორტში.

„საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი“ წელიწადში 700 ტონა თაფლს აწარმოებს; ლოკალური მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ასოციაციას და მასში გაერთიანებულ ფერმერებს წარმოების გაფართოება სურთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს “აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატასთან” თანამშრომლობა.

„კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია“ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშებისა და მათზე დამზადებული, პრემიუმ ხარისხის ღვინის პოპულარიზების მიზნით ინდოეთის ბაზარზე გამოჩენას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ BCAGC-ის ინდოეთში მჭიდრო საქმიანი კავშირები აქვს, სწორედ ამიტომ უზრუნველყოფს „კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის“ მხარდაჭერას.

აქვე გაცნობებთ, რომ ასოციაციებისა და მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი 18 ოქტომბერს დუბაიში, BCAGC-ის მიერ გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელსაც დაესწრებიან არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის წარმომადგენლები – ინვესტორები და კორპორაციების მფლობელები; „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ ღონისძიებას ეწვევა დიპლომატიური კორპუსიც.

Author: d.ts

კომენტარის დატოვება