აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

  • Posted by: Kati2022

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილურმა სამყარომ ერთხმად აღიარა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რომ დიპლომატია საგარეო ურთიერთობების მთავარი ძალაა. თუმცა, დღეს ისევ ომისა და სამხედრო ესკალაციის მომსწრენი ვართ. რუსეთის ფედერაცია ხელაღებით არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს სუვერენიტეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეტაკებებსა და სამხედრო კონფლიქტს, სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა მსხვერპლი, გარდაცვლილია ასობით ადამიანი.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება