მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილურმა სამყარომ ერთხმად აღიარა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რომ დიპლომატია საგარეო ურთიერთობების მთავარი ძალაა. თუმცა, დღეს ისევ ომისა და სამხედრო ესკალაციის მომსწრენი ვართ. რუსეთის ფედერაცია ხელაღებით არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს სუვერენიტეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეტაკებებსა და სამხედრო კონფლიქტს, სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა მსხვერპლი, გარდაცვლილია ასობით ადამიანი.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.