ჰოლანდიურ - ქართული ბიზნესფორუმი

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > ჰოლანდიურ – ქართული ბიზნესფორუმი

ჰოლანდიურ – ქართული ბიზნესფორუმი

  • Posted by: Kati2022
DUTCH GEORGIAN BUSINESS FORUM

საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ მმართველი, ბატონი დავით ცირდავა და საინვესტიციო დირექტორი, ბატონი ვლადიმერ ლურსმანაშვილი, საქართველოს ბიზნეს დელეგაცისთან ერთად, ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან ნიდერლანდებსა და ბელგიის სამეფოში.

„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ დამფუძნებლისა და მმართველის, დავით ცირდავას განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC)ორგანიზებით გამართულ, ამსტერდამსა და ბრიუსელში მიმდინარე ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ოფიციალური და ბიზნეს შეხვედრაა დაგეგმილი, რომლებშიც აქტიურადაა ჩართული.

ამსტერდამში გამართულ, ჰოლანდიურ – ქართულ ბიზნეს ფორუმზე, ვლადიმერ ლურსმანაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომპანიის მიზნები, შესაძლებლობები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, მოხსენების ფარგლებში, ვრცლად ისაუბრა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის შესახებაც, რომლის გენერალური პარტნიორიც და მხარდამჭერიც, საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგია“.
Author: Kati2022

კომენტარის დატოვება