შეხვედრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსულის პირველ მრჩეველთან და თანაშემწესთან

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News > შეხვედრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსულის პირველ მრჩეველთან და თანაშემწესთან

შეხვედრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსულის პირველ მრჩეველთან და თანაშემწესთან

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები, პრეზიდენტი ბატონი მეჰმეთ ბოზანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით ცირდავა, პრეზიდენტის მრჩეველი და პალატის კონსული თურქეთში ქალბატონი დიანა სალუქაური შეხვდნენ საქართველოში ლიბანის საპატიო კონსულის პირველ მრჩეველს გიორგი გურულსა და საქართველოში ლიბანის საპატიო კონსულის თანაშემწეს ელენე დუიშვილს.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც ლიბანსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და ერაყს შორის. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების, კონფერენციების, ფესტივალების, ეკონომიკური ფორუმებისა თუ საგანმანათლებლო პროექტების ჩატარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნების ეკონომიკურ და კულტურულ დაახლოებას.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები და ურთიერთთანამშრომლობის განხილული პერსპექტივები კიდევ უფრო ერთიორად მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიური პერიოდის გათვალისწინებით.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება