შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზიდენტი ბატონი მეჰმეთ ბოზანი, პირველი ვიცე პრეზიდენტი ბატონი დავით ცირდავა და საქართველოში ბიზნესპალატის მოწვევით მყოფი თურქული ჰოლდინგის Ünal Akpınar Construction Industry Tourism Mining and Trade წარმომადგენლები: ბატონი მუსა დემირკაზიკი და ბატონი მუსტაფა ცელიკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ბატონ რომეო მიქაუტაძეს შეხვდნენ.

აუდიენცია ეხებოდა ერთ-ერთი რეგიონის საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის. შეხვედრაში მონაწილე თურქულმა მხარემ მზაობა და სურვილი გამოთქვა პროექტის აქტიურ რეჟიმში განსახილველად, ასევე ინტერესის სფეროდ დასახელდა ტურისტული ობიექტების, მათ შორის მაღალი სტანდარტის სასტუმროების მშენებლობაც.

BCAGC კვლავ განაგრძობს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს უპირატესობების წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე, ვინაიდან აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერაა.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება