შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბატონ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავასთან

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბატონ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავასთან

შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბატონ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავასთან

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები, პრეზიდენტი ბატონი მეჰმეთ ბოზანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით ცირდავა, პრეზიდენტის მრჩეველი და პალატის კონსული თურქეთში ქალბატონი დიანა სალუქაური საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები კულტურის, განათლების, ბიზნესისა და საინვესტიციო მიმართულებით, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებასა და გაღრმავებას ემსახურება.

სამომავლო ურთიერთობების მიზანია ღონისძიებების, ეკონომიკური ფორუმების, კონფერენციებისა თუ ფესტივალების ჩატარებისას ერთობლივი თანამშრომლობა.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრიორიტეტული მიმართულება საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაა. შეხვედრის ფარგლებში ბიზნესპალატის წარმომადგენლებმა ბატონ ელჩს სამომავლოდ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება