ქუვეითში გამართული შეხვედრები

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > ქუვეითში გამართული შეხვედრები

ქუვეითში გამართული შეხვედრები

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ქუვეითში ვიზიტისას, განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების და გაღრმავების საკითხებს.

ამ მიზნით, მან მაღალი დონის შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა ტარეკ რაჯაბის ისლამური კალიგრაფიისა და ბაით ალ უსმანის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელებთან. მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის კულტურა უაღრესად თვითმყოფადი, საინტერესო და მრავალფეროვანია, რომლის ფართო მასებისთვის გაცნობა რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის დაახლოებას.

ბიზნეს პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს კულტურათაშორის დიალოგის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და ხელშემწყობი. 2022 წელს სრულდება ქუვეით-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი. ჩვენი პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება აქტიურად ჩავერთოთ ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნის ღონისძიებებში. ვგეგმავთ, საჯარო თუ სხვა უწყებების ჩართულობით საქართველოში აკადემიურ დონეზე მოეწყოს ისეთი სივრცეები, კონფერენციები და გამოფენები, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქუვეითის ისტორიას, კულტურას, რელიგიას და ტრადიციებს. ანალოგიურად, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, მსგავსი აქტივობები დინამიურად განგრძობადი და ჩატარებული უნდა იყოს ქუვეითშიც.

მხარეებმა მეგობრობისა და სამომავლოდ ღრმა თანამშრომლობის სურვილით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. ბიზნეს პალატის მხრიდან ეს იყო არაბულ ენაზე ნათარგმნი მინიატურული ვეფხისტყაოსანი და ტარეკ რაჯაბის ისლამური კალიგრაფიის ხელმძღვანელის მხრიდან, უშუალოდ მის მიერ ქუფურ სტილში შესრულებული ხელნაწერები.

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება