საქართველო-ბელგიის ბიზნესის მრგვალი მაგიდა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > საქართველო-ბელგიის ბიზნესის მრგვალი მაგიდა

საქართველო-ბელგიის ბიზნესის მრგვალი მაგიდა

  • Posted by: Kati2022

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ნიდერლანდებსა და ბელგიის სამეფოში გამართულ ბიზნეს ფორუმზე, ოფიციალური მიწვევით, საქართველოს ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ , საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ მმართველი ბატონ დავით ცირდავა და საინვესტიციო დირექტორი ბატონი ვლადიმერ ლურსმანაშვილი , სადაც საქართველო ბელგიის ბიზნესის მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგი“ წარადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა, როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ გარემოში , სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან:
ბატონ ვახტანგ მახარობლიშვილთან , ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩთან , ასევე ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელ ელჩ ზვიად ჭუმბურიძესთან , ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივან , ბატონ ივ რიჩარდთან უმაღლესი ევროპის დეპარტამენტის, ვალონის ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების სააგენტოს დირექტორთან ( Greater Europe Department, Waloon Export and Foreign Investment Agency (AWEX).

„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგის“ დამფუძნებლმა და მმართველმა, დავით ცირდავამ მნიშვნელოვან აქცენტებზე – საქართველოში საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების შესახებ – გაამახვილა ყურადღება და ასევე, ვრცლად ისაუბრა აზიისა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების ბიზნესპალატის- BCAGC შესახებაც, რომლის გენერალური პარტნიორიც და მხარდამჭერიც, საინვესტიციო კომპანია „ჯეოსილქროუდ ჰოლდინგია“.

ჯეოსილქროუდის ეკონომიკური გარემოსა და როლის შესახებ კი -ბატონმა ვლადიმერ ლურსმანაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას კომპანიის მიზნები, შესაძლებლობები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
Author: Kati2022

კომენტარის დატოვება