სამუშაო სახის შეხვედრები იორდანიაში

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > სამუშაო სახის შეხვედრები იორდანიაში

სამუშაო სახის შეხვედრები იორდანიაში

  • Posted by: Kati2022
ვიზიტი იორდანია სამუშაო შეხვედრები

აზიისა და სპარსეთის ყურის ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესპალატის საპატიო კონსულების თანხლებით, ოფიციალური მიწვევით, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აგრძელებს გაცნობითი სახის სამუშაო შეხვედრებს.

ბიზნესპალატის მთავარი პრიორიტეტი საქართველოსა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება და ახალი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაა.
ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ინიციატივა ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესპალატის დელეგაცია სახელმწიფო სტრუქტურის გარდა, ბიზნესსექტორის წარმომადენლებთან აქტიურად აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს და დეტალურად აცნობს ჩვენი ქვეყნის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც ეკონომიკური ურთიერთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, შეხვედრები გაიმართა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის – ტექნიკურ საკონსულტაციო კომპანია – GOLDEN Square-ს და არაბულ ტექნიკურ კომპანია- პლასტმასის მრეწველობისთვის, მმართველებთან. მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი გეგმები დასახეს.

 

სამუშაო სახის შეხვედრები იორდანიაში
Author: Kati2022

კომენტარის დატოვება