კერძო-საჯარო დიალოგის პირველი შეხვედრა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > კერძო-საჯარო დიალოგის პირველი შეხვედრა

კერძო-საჯარო დიალოგის პირველი შეხვედრა

  • Posted by: Kati2022
the first public-private dialogue meeting

ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით (EUGBC),The USAID Economic Governance Program -ის გრანტის ფარგლებში, კერძო-საჯარო დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მთავრობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოლიტიკის გაცნობასა და განხილვას მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ბიზნესპალატის “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ინდუსტრიის კომიტეტის” თავმჯდომარე და “მათე მოტორსის” დამფუძნებელი, გელა ბარკალაია.
შეხვედრაზე მთავარი გამომსვლელის რანგში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი იყო, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის“ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც წარიმართა კერძო სექტორთან საგნობრივი განხილვითა და თემაზე პროფესიული მსჯელობით.
მადლობას ვუხდით EUGBC-ს შედეგზე ფოკუსირებული და დაინტერესებული ყველა მხარის თანამონაწილეობით გამართული შეხვედრისთვის.
Author: Kati2022