BCAGC-ს დელეგაციის მორიგი საქმიანი ვიზიტი იორდანიაში.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ბიზნესპალატის საპატიო კონსული, ელმან გიულახმედოვი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში საერთო მიზნებისა და ინტერესების ეფექტურად შესრულებისათვის.
ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა იორდანიის მუზეუმის დირექტორთან, ბატონ მაზენ ჰ. ალ ბილთაჯთან. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ყველა შესაძლო პერსპექტივა. საქმიანი დიალოგი სიმბოლური, ეროვნული ფასეულობების მატარებელი საჩუქრების გადაცემით დასრულდა.