„ესპანური კვარტალი“ თბილისში- პრეზენტაცია

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > „ესპანური კვარტალი“ თბილისში- პრეზენტაცია

„ესპანური კვარტალი“ თბილისში- პრეზენტაცია

  • Posted by: Kati2022
„ესპანური კვარტალი“ თბილისში- პრეზენტაცია
ვულოცავთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ასოცირებულ წევრს „ელთ ბილდინგ“-ს ახალი ინოვაციური პროექტის „ესპანური კვარტალი“-ს თბილისში დაწყებას, რომელიც ესპანურ საერთაშორისო ბრენდ “ბარსელოს”-თან ერთად ხორციელდება.
პროექტის პრეზენტაცია 20 მარტს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორიდან. მათ შორის იყვნენ BCAGC-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა და ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ოთარიძე.
„ესპანური კვარტალი“ წარმოადგენს მასშტაბურ სამშენებლო პროექტს – 50 მილიონი დოლარის ინვესტირებით, რომელიც საცხოვრებელი რეზიდენციების, კომერციული ფართებისა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აპარტამენტების ერთობლიობაა. პროექტი უნიკალურია მისი შიდა თუ გარე ინფრასტრუქტურით, ოპტიმალური გეგმარებით, გამორჩეული შეთავაზებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ „ელთ ბილდინგს“ წარმატებულ პრეზენტაციას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლებს, ყველა მიმდინარე თუ სამომავლო პროექტში.
„ესპანური კვარტალი“ თბილისში- პრეზენტაცია
Author: Kati2022