არაბეთი-ჩინეთის ბიზნესკონფერენცია

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > არაბეთი-ჩინეთის ბიზნესკონფერენცია

არაბეთი-ჩინეთის ბიზნესკონფერენცია

  • Posted by: Kati2022

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის(BCAGC) დელეგაციამ პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობითა და ვიცე-პრეზიდენტის (გალფის ქვეყნების მიმართულებით), მისი აღმატებულობა შეიხ მუჰამედ ალ-საბაჰის თანხლებით, უცხოეთში სამუშაო ვიზიტის კვირეული დაიწყო.

დღის წესრიგის გათვალისწინებით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საუდის არაბეთში, კერძოდ, ელ-რიადიში „არაბეთი-ჩინეთის ბიზნესკონფერენციაზე“ დასწრებით გაიხსნა.
ღონისძიება საუდის არაბეთის ინვესტიციებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თაოსნობით იმართება, რომელიც აერთიანებს ათეულობით ქვეყნიდან სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ავტორიტეტულ ორგნაიზაციებსა და ბიზნეს გაერთიანებებს.
კონფერენციის მთავარი ხაზი სავაჭრო ურთიერთობების გაფართეობა და სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენაა.
„ფოკუსირებულები ვართ, რომ ჩვენი აქ ყოფნა მაქსიმალურად მივმართოთ საქართველოს ინტერესების წარმოჩენისკენ და საერთაშორისო პლატფორმა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ვიმედოვნებთ, რომ შედეგებიც არ დააყოვნებს“- განაცხადა დავით ცირდავამ.
მოხარულები ვართ, რომ ბიზნესპალატა მონაწილეა ასეთი მნიშვნელობის კონფერენციის, რომელიც, ცალსახად, დიდი შესაძლებლობაა საქართველოს პოტენციალისა და უპირატესობების წარმოსაჩენად საერთაშორისო ასპარეზზე.
არაბეთი-ჩინეთის ბისნეკონფერენცია
Author: Kati2022