2021 წლის 10 აგვისტოს სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს საჯარო, კერძო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე პალატის დიდ მნიშვნელობაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა – ილია თამარაშვილმა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა – დავით ებრალიძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა – გოდერძი ბუჩაშვილმა.
ბიზნესპალატის პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ვიდეო ჩართვის საშუალებით, ინდოეთის ელჩმა საქართველოში – კიშან დან დევალმა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატას“ სამომავლო მიზნების განხორციელებაში თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.