აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News > აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

  • Posted by: Kati2022
Flag of the European Union

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ევროპული ოჯახი არის ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლის უზენაესობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შემწყნარებლობის და სხვა მრავალი ღირებულებების მქონე ერთობა, რომელიც ეფუძნება წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპს. გვჯერა, საქართველო ღირსეულად გაუმკლავდება ყველა სტრატეგიულ გამოწვევას და მძლავრი ნაბიჯებით გააგრძელებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას, რაც არის გარანტი ქვეყნის გაერთიანების, განვითარების და გაძლიერების.

ჩვენი მხრივ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას, საქართველომ უახლოეს ხანში მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუბრუნებს მას მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნილ ისტორიულ ნიშას, იყოს აბრეშუმის გზა აზიისა და ევროპის ქვეყნების ხალხებს შორის მშვიდობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

#ევროპისკენ

Author: Kati2022

კომენტარის დატოვება