დუბაიში მიმდინარე
ბიზნესფორუმის პირველი დღე ბიზნესწრის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებით გაგრძელდა.
აღსანიშნია შეხვედრა Dubai Chambers-ის პრეზიდენტ, მუჰამედ ალი რაშიდ ლუტაჰთან, რა დროსაც ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე მნიშვნელოვანი საუბარი გაიმართა Dubai Chambers-ის რეგიონალურ დირექტორთან – ახლო აღმოსავლეთსა და დსთ-ში, აბდულლა ბაქერსთან. საუბრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ქართული სასოფლო-სამეურნეო სფეროსადმი ინტერესი მათი წევრი კომპანიისგან, რა მიზნითაც უახლოეს მომავალში დაიგეგმა საქართველოში ვიზიტი.
Dubai Chambers-ს წარმომადგენლობა ჰყავს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე საქართველოს არეალს აზერბაიჯანის წარმომადგენლობა ფარავს. სწორედ აზერბაიჯანში Dubai Chamber-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან-სანან მამმად ნასიბლისთან გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობები.
კომპლექსური თანამშრომლობის საკითხებზე ხდება შეჯერება ინდური კომპანიის
KONKAN FINANCIAL CAPITAL { FINCAP } LTD. NBFC დირექტორთან აჯაი ტამბესთან. მხარეებს შორის მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ურთიერთთანამშრომლობის განსაზღვრაზე.
ბიზნესპალატის წევრობისა და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი გამოიხატა აშიშ კუმარ სარკართან- ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კომერციულ მრჩეველთან შეხვედრისას და დაიგეგმა თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა ასევე ბატონ რუტტო კ. ერიკთან- “კენიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის” პრეზიდენტთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექსპორტის საკითხებზე და ქართული წარმოების შეტანაზე.
ასევე, საინტერესო შეხვედრები შედგა შემდეგ პირებთან: ლეონარდ ტანგაველუ- Dubai Chambers-ის მთავარი წარმომადგენელი სინგაპურში,
ხალიდ ალ ალი- Dubai Chambers-ის რეგიონული დირექტორი- აფრიკაში,
იერჟან ნაუშა- საინვესტიციო კომპანია
VAULT INVESTMENTS-ის ბიზნეს განვითარების ოფიცერი.
საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის თანამშრომლიბას და ერთობლივი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას , რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული კავშირების გაფართოებას.
მოხარულები ვართ, რომ დუბაის ბიზნესფორუმის პირველმა დღემ ამდენად წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.