BCAGC-ს (აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის) აღმასრულებელი დირექტორი მარინა ზურაბიშვილი, ოფიციალური მიწვევით, USAID– სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნით კონფერენციას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაესწრო.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ორგანიზაცია
PH International ახორციელებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამის პარტნიორები არიან: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“, ჯეოლაბი, რეზონანსი აშშ, 11 რეგიონული ორგანიზაცია.