World trade expo Georgia 2023-ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

Business Chamber of Asian & Gulf Countries > ახალი ამბები > News-Geo > World trade expo Georgia 2023-ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

World trade expo Georgia 2023-ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა

  • Posted by: Kati2022

საქართველოში ჩინური ნაწარმის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა World trade expo Georgia 2023 გაიმართა, რომელსაც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი, დავით ცირდავა დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო ასამდე ჩინური კომპანია, ინდუსტრიის მრავალფეროვანი სეგმენტით: სამშენებლო მასალები, სამრეწველო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები და ა.შ.
ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენისა და ეკონომიკური კავშირის გაფართოების მიზნით, ბატონმა დავით ცირდავამ შეხვედრა გამართა გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორთან, შპს ,,Shanghai Kanchen Exhibition”-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ფრანკ ლისთან.

საუბრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სამომავლო საქმიანი კავშირის სურვილი , დაანონსდა ერთობლივი პროექტების განხორციელება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ასევე, გაცნობითი სახის შეხვედრები შედგა ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთან წარმოების ადგილზე გაცნობისა და მათი წარმატებული პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
მოხარული ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და შევიძინეთ ახალი საქმიანი კონტაქტები სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებით.
World Trade Expo Georgia 2023
 
Author: Kati2022