𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს დელეგაცია, პირველი ვიცე პრეზიდენტის დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, ინდონეზიაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის საქმიანი ნაწილი
Trade expo Indonesia 2024-ზე, ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, დასწრებით დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში 𝐁𝐂𝐀𝐆𝐂-ს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებთან. შეხვედრებმა ნათლად წარმოაჩინა ის პერსპექტივეები და რეალური მოლოდინები, რომელმაც საქართველო-ინდონეზიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ტემპი შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეცვალოს.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა აგრძელებს ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტს და ბიზნეს სექტორთან, პოტენციური პარტნიორების აღმოჩენის მიზნით, მოლაპარაკებების რაუნდს.