პაკეტები

,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა”, ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს წევრობის სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს

FREE - აფილირებული წევრი

უფასო

ბიზნესპალატის აფილირებული წევრობის შემთხვევაში, თქვენ სარგებლობთ შემდეგი სერვისებით:

  • თქვენი ბიზნესისთვის საჭირო განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა და პერიოდულად თქვენთვის საინტერესო უახლესი საერთაშორისო კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • ბიზნესპალატის ადგილობრივი და საერთაშორისო წევრების, მათი სერვისებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • ინფორმაციის მიწოდება ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მოსაწვევზე;
  • ინფორმაციის მიწოდება ბიზნესპალატის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს მიერ ყოველწლიურად ორგანიზებულ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კონფერენციის“ მოსაწვევზე.

პრივილეგირებული წევრი

500$

ბიზნესპალატის პრივილეგირებული წევრობის შემთხვევაში, თქვენ სარგებლობთ შემდეგი სერვისებით:

  • უშუალოდ თქვენი ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზება, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის, საინვესტიციო წინადადებების და საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით;
  • მოსაწვევი ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესფორუმზე;
  • მოსაწვევი ბიზნესპალატის ექსპერტთა საბჭოს მიერ ყოველწლიურად გამართულ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ კონფერენციაზე“;
  • ბიზნესპალატის წევრების ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო დახურულ შეხვედრაზე დასწრების უფლება;
  • პერიოდულად, ბიზნესპალატის ადგილობრივი და საერთაშორისო წევრებისთვის თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციისა და შეთავაზებების გაგზავნა;
  • თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განთავსება წევრების საკომუნიკაციო პლატფორმაზე, ბიზნესპალატის ვებ გვერდსა და სოციალურ გვერდებზე.

სტატუს კლუბის წევრი

1000$

სტატუს კლუბის წევრობის შემთხვევაში, გარდა ყველა ზემოაღნიშნული სერვისისა, თქვენ სარგებლობთ შემდეგი სერვისებითა და პრივილეგიებით:

  • სტატუს მოსაწვევი ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისოს ბიზნესფორუმზე და „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ კონფერენციაზე,“ რაც გულისხმობს უფასო განთავსებას სტატუს წევრების ლოჟაში;
  • მოსაწვევი ბიზნესფორუმის გალა ვახშმებზე, რომელიც იმართება მხოლოდ ბიზნესპალატის სტატუს და პლატინუმ კლუბის წევრებისა და ინვესტორებისთვის;
  • On board – ინდივიდუალური წარდგენა ბიზნესპალატის წევრების დახურულ შეხვედრაზე;
  • ბიზნესპალატის გლობალურ და ქვეყანათაშორის ბიზნესფორუმებზე თქვენი ბიზნესის შესახებ მარკეტინგული მასალის განთავსება;
  • ინდივიდუალური პროფილი/გვერდი ბიზნესპალატის ადგილობრივ და საერთაშორისო წევრების საკომუნიკაციო პლატფორმაზე და ბიზნესპალატის ვებ გვერდზე;
  • თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციისა და შეთავაზებების გავრცელება ბიზნესპალატის ვებ გვერდისა და სოციალური გვერდების საშუალებით;
  • ყოველწლიური პერსონალური სტატია თქვენი ორგანიზაციისა და ბიზნესპალატასთან თქვენი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ;
  • ერთობლივი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მედია არხებზე;

პლატინუმ კლუბის წევრი

5000$

პლატინუმ კლუბის წევრობის შემთხვევაში, გარდა ყველა ზემოაღნიშნული სერვისისა, თქვენ სარგებლობთ შემდეგი სერვისებითა და პრივილეგიებით:

  • პირადი ბიზნეს განვითარების მენეჯერი – პლატინუმ კლუბის წევრს ემსახურება პირადი მენეჯერი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მისთვის უზრუნველყოფს შემდეგ მომსახურებებს: ექსპორტისა და იმპორტის არხების მოძიება და გამართვა, ინვესტორის მოძიება და საინვესტიციო პროექტის დაფინანსებაში ხელშეწყობა, საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის, დაბალპროცენტიან სესხზე წვდომის ხელშეწყობა, სხვა საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე წვდომა აზიისა და სპარსეთის ყურის ნებისმიერ ქვეყანაში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარებისა და სამთავრობო სერვისების მიღებაში ხელშეწყობა მინიმალური ბიუროკრატიული ელემენტებით.

პლატინუმ მოსაწვევი ბიზნესპალატის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესფორუმსა და კონფერენციებზე, რაც გულისხმობს:

  • სახელობითი განთავსების ადგილს პლატინუმ ლოჟაში ყველა ბიზნესფორუმსა და კონფერენციაზე;
  • თქვენი ორგანიზაციისთვის ინდივიდუალური დახლის გამოყოფას ყველა ბიზნესფორუმზე;
  • თქვენი ორგანიზაციის პრეზენტაციას ან თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესფორუმებსა და კონფერენციაზე;
  • ბიზნესპალატის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ დახურულ პანელურ დისკუსიებზე მონაწილეობის უფლება;
  • ყოველწლიური პერსონალური სტატია Forbes-ში თქვენი ორგანიზაციისა და ბიზნესპალატასთან თქვენი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.