როგორც მოგეხსენებათ,
BCAGC-ს დელეგაცია ინდოეთში ქალაქ რაჯკოტში, Sardadham-ის მიერ ორგანიზებულ
Global Patidar Business Summit-ზე იმყოფება. ბიზნესსამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ექსპორტ/იმპორტის შესაძლებლობების გამოკვეთა და პოტენციური ბაზრების ათვისების გზები.
შეხვედრების ერთობლიობამ ადგილობრივ თუ სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან ექსპორტ/იმპორტის თვალსაზრისით საყურადღებო ფაქტორები გამოავლინა.
რიგი კომპანიებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა იმ პირობას, რაც მათ ფასისა თუ ხარისხის ნიშნით მიანიჭებდათ კონკურენტურნარიანობას თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიისა და ირანის იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებით, გამოითქვა საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი.
ასევე, ბიზნესსამიტზე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართულმა შეხვედრებმა ქართული წარმოების მიმართ ინტერესი და საექსპორტო შესაძლებლობების ახალი კერები წარმოაჩინა.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სტრატეგიის თანახმად აგრძელებს ბიზნესის ხელშემწყობ პოლიტიკას და ეხმარება ბიზნესსუბიექტებს გაფართოებაში.