აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლები დუბაიში Expo 2020-ის პოლონეთის პავილიონში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ მცირე ღონისძიება-კონცერტს დაესწრნენ, სადაც პოლონური და უკრაინული ფოლკლორის ნაწარმოებები შესრულდა.
პოლონეთის პავილიონის დელეგაციამ ღონისძიებაზე უმასპინძლა BCAGC-ს წარმომადგენლებს, შეხვედრაზე მხარეებმა გამართეს კონსტრუქციული დიალოგი და განიხილეს მიმდინარე დღეებში პოლონეთის პავილიონის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალები, რომელიც ბიზნესსექტორებს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას ემყარება.