აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი დუბაიში „მსოფლიო მეწარმეთა სიანვესტიციო ფორუმი 2022“-ზე დასწრებით გრძელდება. აღნიშნული ღონისძიება არაბული პალატების კავშირის, არაბული ქვეყნების პავილიონის- დუბაი ექსპო 2020, UNIDO ITPO Bahrain, აფრიკაში ეკონომიკური განვითარების არაბული ბანკისა და არაბული ბანკების კავშირის ორგანიზებით იმართება.
ფორუმი მიზნად ისახავს მეწარმეებისა და ინოვატორებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით. ღონისძიება ყოველ წელს დიდი გამოხმაურებისა და ინტერესის საგანია, რაც მის შედეგობრიობის მაჩვენებელზეც აისახება. ხსენებული რეზონანსიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე იგი გაეროს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ფორუმის ფარგლებში BCAGC-ს წარმომადგენლებს ჩანიშნული აქვთ არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, რომელიც ბიზნესექტორის გამოწვევებს, მის განვითარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება.